воскресенье, 16 октября 2016 г.

შემაჯამებელი რეფლექსია

გავიარე ინტელის ტრენინგი - პროექტებით სწავლება. პირველ რიგში შევარჩიეთ პროექტისთვის თემა. თემის შესაბამისად გავაკეთეთ პუბლიკაცია, რომელიც მომავალში დამეხმარება პროექტის პოპულარიზაციაში. თემიდან გამომდინარე შევარჩიე იმ საგნის სტანდარტები რომელთა ინტეგრირებაც მჭირდებოდა პროექტში. ასევე მოვარგე 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები. იმისათვის რომ მოსწავლეები თავად მისულიყვნენ პროექტის თემამდე დავსვი მიმართულების მიმცემი  საკვანძო კითხვები. შევქმენი მოსწავლის ბროშურების, გაზეთების, პრეზენტაციების შაბლონები. რაც ვფიქრობ დამეხმარება უკეთ მივახვედრო მოსწავლეს რა აქვს გასაკეთებელი , რა ფორმით უნდა გააკეთოს, რას მიაქციოს ყურადღება. მათთვის ეს ერთგვარი მოდელი იქნება. განვიხილეთ საავტორო უფლებები. გავიაზრეთ რატომ უნდა დავიცვათ ისინი და რა შეიძლება მოხდეს მისი დაუცველობით. ასევე ჩვენი პროექტებისთვის მოვიძიეთ შესაბამისი რესურსი, ელექტრონული თუ ბეჭდური და შევქმენით  ჩვენი ბიბლიოგრაფია. განვიხილეთ მოსწავლეთა დაჯგუფების ფორმები. საინტერესო აქტივობები იყო ტრენერის მიერ მოწოდებული, რაც  საშუალებას მოგვცემს არა მარტო ამ პროექტის ფარგლებში, არამედ სხვა დროსაც შევძლოთ  მათი  გამოყენება. ვისწავლეთ როგორ მოვარგოთ აქტივობები მოსწავლეთა საჭიროებებს და შესაძლებლობებს.   
ბოლო დღეს მოვაწყვეთ ჩვენი პროექტების პრეზენტაციები, მივეცით ერთმანეთს რჩევები და რეკომენდაციები. 
მნიშვნელოვანი იყო ის რომ მთელი ტრენინგის მანძილზე პარალელურად ვმუშაობდით ჩვენს მასალებზე, რათა საბოლოო ჯამში გაგვიოლებოდა დავალების ჩაბარება.  
ტრენინგი ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო. 
  
დასრულებული პროექტი

суббота, 24 сентября 2016 г.

მესამე დღის რეფლექსია

მესამე დღე უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. პირველ ეტაპზე მოვახდინეთ საშინაო დავალების პრეზენტაციას და გავეცანით დღის გეგმას. განვიხილეთ 21-ე საუკუნის უნარები და გავიაზრეთ მათი როლი პროექტის დაგეგმასა და განხორციელებაში. ასევე გავეცანით საგნობრივ სტანდარტებს და შევძელით მოგვერგო ჩვენს პროექტებზე. ეს პროცესი  დამეხმარება პროექტის მიზნების და ამოცანების მიღწევაში. მნიშვნელოვანი მაგრამ შედარებით რთული იყო საკვანძო კითხვების დასმაზე მუშაობა. ვფიქრობ მომავალი დღეები უფრო საინტერესო იქნება. 

воскресенье, 18 сентября 2016 г.

ორი დღის რეფლექსია

დავიწყე ინტელის ტრენინგი "პროექტებით სწავლება". პირველ დღეს გავეცანით ვიუერის ინტერფეისს. გავიგეთ როგორ უნდა ვიმუაშაოთ აღნიშნულ გვერდზე და რაში გამოვიყენებთ მიღებულ ინფორმაციას. შევარჩიეთ განსახორციელებელი პროექტის თემა.
მეორე დღე უფრო საინტერესო აღმოჩნდა. ვისწავლეთ პუბლიკაციების ელექტრონულად შექმნა და გავაკეთეთ ჩვენი ნამუშევრების პრეზენტაციები. ეს პრაქტიკული მუშაობა ნაყოფიერი და სასარგებლო იყო და ვფიქრობ დამეხმარება მომდევნო სამუშაოების განხორციელებაში. დასკვნით ეტაპზე უკვე შევქმენით ჩვენი ბლოგები და ვისწავლეთ მასში მუშაობა. 